ლიონელ მესი, სერხიო აგუერო
Aa
Aa

აგუერო: „როცა მესის წასვლა გამოაცხადეს, მეგონა, რომ ბარსას საიტი გატეხეს“

არგენტინელმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა. „სიტის“ ყოფილმა შემტევმა „ლა პულგას“ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მას „ბარსელონას“ მიმართ აქვს, და გაიხსენა დღე, როცა „ბლაუგრანამ“ მესის წასვლის შესახებ გამოაცხადა.

„როცა კოპა ამერიკაზე ვიყავით, მესის თავის ოთახში ბარსელონას მაისური ეკიდა და ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს მეუბნებოდა: „ვფიქრობ კონტრაქტს გამიხანგრძლივებენ. როცა ეს მოხდება, ამ მაისურს ჩავიცვამ და ფოტოს გადავიღებთ“.

ბარსადან წასვლაში ლეოს დადანაშაულება არ შეიძლება. ის დამოკიდებული იყო ადამიანებზე, რომლებიც კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებდნენ და სიმართლე მხოლოდ მათ იციან, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ფეხბურთელი მოლაპარაკებებში არ ჩართულა და უწევდა, დაეჯერებინა ის, რასაც ეუბნებოდნენ. სამწუხაროდ, ფეხბურთელები ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში არიან და ვიღაც მათ საქმეს კარგად წარმართავს, ვიღაც - არა.

როცა ლეოს წასვლის შესახებ გამოაცხადეს, მეგონა, რომ ბარსელონას საიტი გატეხეს. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ ეს ხუმრობა იყო. იბაისთან (ცნობილი ესპანელი სტრიმერი) ერთად ვიჯექი, მატეს ვსვამდი და უცებ... მან მობილურ ტელეფონს დახედა და დაიყვირა: „ეს შეუძლებელია! ეს სიმართლეა?“ ამის შემდეგ მობილური ტელეფონი მანახა და ეკრანზე ბარსას განცხადება იყო გამოსახული.

იბაის ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო და ვიღაცამ ბარსელონას საიტი გატეხა. ისიც ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა გახლდათ და მოგვიანებით, ვიღაც იტყოდა, რომ მესი არსად მიდიოდა. გადავწყვიტე, დავლოდებოდი, მაგრამ საათები გადიოდა და განცხადება ადგილზე რჩებოდა, რის შემდეგაც მივედი დასკვნამდე, რომ საიტი არავის გაუტეხავს და ყველაფერი სიმართლეა“.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მესი „კამპ ნოუზე“ დარჩენას გეგმავს. განსხვავებული ცნობები ვრცელდება საფრანგეთში, სადაც ამბობენ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილს ახალი მსურველი ჰყავს - მისით იტალიური გრანდი ინტერესდება
გოჩოლეიშვილს ახალი მსურველი ჰყავს - მისით იტალიური გრანდი ინტერესდება