სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„თუ ამ კომპონენტებში მოუმატა, მეტ დროს მიიღებს“ - Sports Illustrated-ი მამუკელაშვილზე

ცნობილმა გამოცემამ, Sports Illustrated-მა „მილუოკი ბაქსის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს სტატია მიუძღვნა და ისაუბრა, იქნება თუ არა „მამუ“ მიმდინარე სეზონში გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

„სადებიუტო სეზონში, სანდრო მამუკელაშვილი მილუოკი ბაქსისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ მიმდინარე რეგულარულში შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. გასულ სეზონში, სანდრომ 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, პარკეტზე საშუალოდ 10 წუთს ატარებდა და G ლიგაში, ვისკონსინ ჰერდის რიგებშიც ასპარეზობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დიდი ყურადღება არ მიუქცევია, არის კომპონენტები, რომელთა გაუმჯობესების შემთხვევაში, მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

ევრობასკეტი

„ევრობასკეტისას, მილუოკიმ შეხსენება მიიღო თუ რატომ აირჩია სანდრო მამუკელაშვილი. მამუ საქართველოს ნაკრების სისტემის მნიშვნელოვანი წევრი იყო და საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებდა - 15.2 ქულა და 11 მოხსნა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ერთი გამარჯვებით დაასრულა, მაგრამ მილუოკის ახალწვეულმა თავისი პროგრესი იდეალურად წარმოაჩინა. სანდრომ საუკეთესო მატჩი ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარა და 18 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ამასთან, გუნდს დაცვაშიც დაეხმარა, თუმცა მისი ნაკრები 3 ქულით დამარცხდა - 76-79.

რა პასუხისმგებლობები შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს

„ბრუკ ლოპესი ბაქსის ძირითადი ცენტრია და ამ პოზიციის დაკავება სანდროსაც შეუძლია, თუმცა მამუ ლოპესის ეფექტურობას უნდა დააკვირდეს და მისგან ცოდნა მიიღოს, რათა ეს ნახტომი განახორციელოს. ბაქსის პრობლემებმა ლოპესის სტაბილურობას ხელი შეუშალა, მაგრამ მისი გამოცდილება და დეტალებისთვის ყურადღების მიქცევის უნარი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სანდროს თამაშზე გავლენის მოხდენა თავისი ათლეტურობით შეუძლია და გარდა ამისა, ყურადღება პერიმეტრიდან განხორციელებულ სროლებზე უნდა გაამახვილოს. მეტოქე გუნდის მოთამაშეები დაცვაში ყოფნისას, იანის ანტეტოკოუნმპოს დიდ ყურადღებას უთმობენ და სამქულიანი სროლის გაუმჯობესება სანდროს მეტი სათამაშო დროის მიღებაში დაეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას მამუკელაშვილის „მილუოკი“ 21 აგვისტოს, გამთენიისას გამართავს და თბილისის დროით, 03:30-ზე „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzeta: იუვენტუსმა თვალი მამარდაშვილს დაადგა
Gazzeta: იუვენტუსმა თვალი მამარდაშვილს დაადგა