ძალოსნობა
Aa
Aa

იუნიორთა ევროპის ჩემპიონატი - უმცროსი ძალოსნების მორიგი მედალი

ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. U20 გუნდში მოასპარეზე გურამ გიორგბელიძემ (57 კგ.) მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში 125 და 129 კილოგრამები დაძლია და საბოლოოდ მე-4 ადგილს დასჯერდა, აკვრაში კი 156 და 160 კილოგრამების დაძლევით ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა. გიორბელიძემ ორჭიდის ჯამში 289 კგ. დაძლია და ამ მაჩვენებლით მონაწილეებს შორის ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვება გუშინ გოგონებში მარიამ მაისურაძემ შეძლო. ახალგაზრდა ძალოსანმა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა ტალახაძის დომინაცია - 460 კილოგრამი ორჭიდში და ოქროს მედალი
ლაშა ტალახაძის დომინაცია - 460 კილოგრამი ორჭიდში და ოქროს მედალი