ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი სითავხედე მთელ გუნდს გადაეცემა“ - მარიო სკონცერტი კვარაცხელიაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარიო სკონცერტიმ „მილანის“, „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას თამამი და თავხედური თამაში მთელ გუნდს გადაეცემა, მთელ გუნდზე ვრცელდება, ხვიჩა ინდივიდუალურ თვისებებს ისე ავლენს, რომ გუნდურ თამაშს არ აზარალებს.

მარიო სკონცერტი: „ნაპოლი“ ახლა უფრო სრულყოფილი გუნდია, ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებული სიმსუბუქით მოქმედებენ და ხდებიან სახიფათონი, როგორც კი ტემპს უმატებენ. „მილანი“ ნაკლებად სპონტანურ ფეხბურთს თამაშობს, რაფაელ ლეაოს სითავხედე ნაკლია, მაშინ როცა ხვიჩას სითავხედე მთელ გუნდს გადაეცემა, მთელ გუნდზე ვრცელდება.

ახლა „ნაპოლი“ უძლიერესი გუნდია, მაგრამ სეზონს თან ახლავს მწვრთნელთა ცვლილებები, ფეხბურთელთა ტრავმები. ასევე, წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ ვინ გახდება ჩემპიონი. ახლა ფაქტია, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ 10 ქულით უსწრებს, „ინტერს“ - 8 ქულით, „ლაციოს“ - 5 ქულით, „მილანს“ - 3 ქულით“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველა ტურში ითამაშა, 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. გარდა ამისა, „რეინჯერსთან“ პენალტი მოიპოვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიტეიშვილის ტრანსფერს ყოველთვის ტრავმები აფერხებდა“ - Sky Sport-ის კორესპონდენტი
„კიტეიშვილის ტრანსფერს ყოველთვის ტრავმები აფერხებდა“ - Sky Sport-ის კორესპონდენტი