ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიური პრესა: „მიეცით ბურთი კვარას და ემოციები დაიბადება“

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა და „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ დაპირისპირებაზე დაწერა. სტატიის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიას აქებს და აცხადებს, რომ მომენტების შესაქმნელად მისთვის ბურთის მიცემაც საკმარისია.

„მეორე ტაიმში, ამჯერად, ლოზანომ და ოსიმენმა გაიტანეს, მაგრამ საუკეთესო მაინც კვარაცხელიაა. მაშინაც კი, როცა ნაპოლი შეტევაში სათანადოდ ვერ გამოიყურება, უბრალოდ მიეცით ბურთი ქართველს და ემოციები დაიბადება. ახლა მას მონაწილეობა 13 გოლში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. როცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა დაღლილია, რეალობა სხვანაირია, ის უბრალოდ სულს ითქვამს და შემდეგ, მზადაა, ისევ გაიქცეს.

ცნობისთვის, გუშინ, „კვარაზე“ IL Napolista-მაც დაწერა და განაცხადა: „კვარაცხელია, კვარაცხელია და ძალიან ძლიერი კვარაცხელია. ლუჩანო სპალეტი ალბათ გვაპატიებს, მაგრამ ასეთი ძლიერი მოთამაშე დიდი ხანია არ გვინახავს. კარეკასა და მარადონას არ დავუბრუნდებით და კავანისა და იგუაინზე შევჩერდებით. ვხვდებით, ეს ფეხბურთელები რამდენად წმინდა ჯგუფის წევრები არიან, მაგრამ ქართველი შეუცვლელია. ის ფეხბურთის ვან გოგია, თუმცა ეს ნაპოლის სიძლიერეს არ აკნინებს. ბოლონიასთან მოგებულ შეხვედრაში, კვარაცხელიამ იმ ფეხბურთელის შთაბეჭდილება დატოვა, რომელიც ჩვენი აზრით, დღესდღეობით, 120 მილიონი ევრო ღირს“.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიასთან“ დაპირისპირებაში, ხვიჩამ შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილი: „კარიერაში ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა“
კიტეიშვილი: „კარიერაში ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა“