კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “რონალდუსგან გაცილებით მეტის მიღება მსურს“

ევროპის ლიგის მეოთხე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ომონიას“ უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის გასულ ტურში „ევერტონის“ წინააღმდეგ კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და გულშემატკივრებს იმედი ჩაესახათ, რომ ლეგენდარული პორტუგალიელი სასურველ ფორმას დაუბრუნდება.

„ომონიასთან“ ჩასატარებელი მატჩის წინ, „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა.

ტენ ჰაგი:

„მინდა მას მაქსიმალურად მხარი დავუჭირო. ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინები იმის თაობაზე, თუ რას ველით თითოეული მოთამაშისგან. ამის გათვალისწინებით, მსურს, რომ რონალდუსგან გაცილებით მეტი მივიღო, რადგან ის ახლა უკეთეს ფორმაში ჩადგა და ეს ძალიან მახარებს. თავდაპირველად კრიშტიანუს პრობლემები ფიზიკური მორიდან გამომდინარე დაიწყო და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არცერთმა მოთამაშემ წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი არ უნდა გამოტოვოს.“

შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყების წინ, ვეტერან პორტუგალიელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება და ისეთ გუნდში გადასვლა სურდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

საბოლოოდ რონალდუ გუნდში დარჩა და ევროპის ლიგაზე თამაშობს. ყველა ტურნირზე ერთად 5 ოქროს ბურთის მფლობელმა 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 10-დან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელები - სერია A-ში კვარა გამოარჩიეს
ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელები - სერია A-ში კვარა გამოარჩიეს