კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

The Times: რონალდუ ტენ ჰაგის საწვრთნელი პროცესით უკმაყოფილოა

გარდა იმისა, რომ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სხვა მიზეზები (ჩემპიონთა ლიგაზე თამაში) აქვს, პორტუგალიელი პირადად ერიკ ტენ ჰაგსაც ვერ ეწყობა. საუბარია ნიდერლანდელის საწვრთნელ პროცესებზე და მიდგომებზე.

The Times-ის ცნობით, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ საწვრთნელ ცენტრში მომუშავე ადამიანებზე დაყრდნობით წერს, პორტუგალიელი ვარჯიშის ხასიათსა და ხარისხს უჩივის და თვლის, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ გუნდი სხვაგვარად იმოქმედებდა.

ასევე აღნიშნულია, რომ რონალდუ ერიკ ტენ ჰაგს ჯიუტად და ზედმეტად ერთგულად მიიჩნევს იმ მიდგომის მიმართ, რომელიც მან „აიაქსში“ გამოიყენა.

ამ ყველაფრის ფონზე სრულიად ლოგიკურია, რომ რონალდუ იანვარში გუნდის დატოვებას გეგმავს, რისი წინააღმდეგი არც თავად ტენ ჰაგია. ასევე ვრცელდება ინფორმაციები, რომ ნიდერლანდელით კაზემიროც უკმაყოფილოა და ვერც ის ეწყობა ტენ ჰაგს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს მიმდინარე სეზონში კლუბსა და ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან კარისკენ 33-ჯერ დაარტყა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, პენალტიდან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილის ჭკვიანური პასი - ბორდომ მეცი დაამარცხა
დავითაშვილის ჭკვიანური პასი - ბორდომ მეცი დაამარცხა