კაზემირო
Aa
Aa

კაზემირო ტენ ჰაგით უკმაყოფილოა და შესაძლოა იანვარში გუნდიდან წავიდეს

გამოცემა Todofichajes-ის საინტერესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერით იმედგაცრუებულია და იანვარში გუნდის შეცვლას გეგმავს.

წყარო წერს, რომ კაზემირომ უახლოეს გარემოცვასთან საუბრისას „იუნაიტედში“ გადასვლასთან დაკავშირებით სინანული გამოხატა. ბრაზილიელი ნანობს თავის არჩევანს და დროის უკან დაბრუნება, რომ შეეძლოს მზადაა „რეალიდან“ წასვლაზე უარი თქვას.

კაზემირო კონკრეტულად ტენ ჰაგით არის უკმაყოფილო, რომელიც მას არ ენდობა და სათამაშო დროს ჯერჯერობით ძალიან მცირეს აძლევს. ბრაზილიელი გუნდში არსებული ვითარებითაც არ არის მოხიბლული.

ამრიგად, არის ალბათობა, რომ „კაზემ“ ზამთარში ტრანსფერი მოითხოვოს. მას მსურველები ნამდვილად გამოუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ კაზემიროს კონტრაქტი 2026 წლამდეა გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრემონეზეს სპორტული დირექტორი: „ხვიჩას შესაჩერებლად განსაკუთრებული გალია დაგვჭირდება“
კრემონეზეს სპორტული დირექტორი: „ხვიჩას შესაჩერებლად განსაკუთრებული გალია დაგვჭირდება“