შოთა არველაძე, ჰალ სიტი, აჯუნ ილიჯალი
Aa
Aa

ილიჯალი: “არველაძეს მეგობრობის გამო გუნდში ვერ დავტოვებდი“

რამდენიმე დღის წინ, „ჰალ სიტიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შოთა არველაძე დაითხოვა. ქართველი სპეციალისტის აწ უკვე ყოფილმა გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი წააგო და შოთას სწორედ ეს არ აპატიეს.

ცნობილი იყო, რომ არველაძე და ინგლისური კლუბის პრეზიდენტი მეგობრები არიან და ბევრს შოთას გათავისუფლება სწორედ ამის გამო გაუკვირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად აჯუნ ილიჯალიმ ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.

ილიჯალი:

„დიახ, შოთა ჩემი მეგობარია და ეს მთელმა გუნდმა იცოდა. მიუხედავად ამისა, ბიზნესში მეგობრობის გამო გამონაკლისს არასდროს ვუშვებ. ეს შოთამაც კარგად იცის. მისი „ჰალ სიტიში“ მოყვანა ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე არ ყოფილა და არც მეგობრობის გამო არ შევინარჩუნებდი.

მისი მადლიერი ვარ, რადგან გასულ სეზონში გავარდნის საფრთხე გვემუქრებოდა და გადაგვარჩინა. შოთამ ფანტასტიკური სამუშაო გასწია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობას მას. არველაძე ბრწყინვალე სპეციალისტია. მომავალში მას დიდ წარმატებას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული დღეები ხშირად ექნება.“

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად 2022 წლის 27 იანვარს დაინიშნა და გუნდს 30-ჯერ გაუძღვა. 30 მატჩიდან ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ჰალმა“ 9-ჯერ გაიმარჯვა, 15-ჯერ დამარცხდა, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შაქარაშვილის საქმე: გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
შაქარაშვილის საქმე: გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა