ანორთოსისი, გიორგი ლორია
Aa
Aa

გადაწყდა - ჩისკო ანორთოსისს ჩაიბარებს, ინფორმაცია უახლოეს საათებში დადასტურდება

როგორც CrystalSport-ისთვის გახდა ცნობილი, ჩისკო მუნიოსი ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი გახდება. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება -  კლუბსა და ესპანელ სპეციალისტს შორის შეთანხმება უკვე შედგა, ჩისკო კვიპროსშია და ანორთოსისთან ერთად ახალი მიზნების სისრულეში მოყვანას ეცდება.

ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობ ჩისკოს ანორთოსისში ორი ქართველი ფეხბურთელი: გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე დახვდება.

შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ინგლისურ უოტფორდში საოცარი სამუშაო გასწია და კლუბი ინგლისის პრემიერლიგაში დააბრუნა, უოტფორდის შემდეგ უესკაში მუშაობდა, უოტფორდამდე კი დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი იყო. ესპანელმა დინამო თბილისთან ერთად საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა ორჯერ - 2019 და 2020 წლებში მოიგო.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

თემურ ქეცბაიასთან ერთად კი ბოლო სამი წლის მანძილზე ანორთოსის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში ანორთოსისმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. 

გასული სეზონი ფამაგუსტელებმა უტიტულოდ დაასრულეს, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავეს და ევროსაგზური ვერ მოიპოვეს, რაც წარუმატებელ გამოსვლად შეფასდა, რის გამოც კლუბში ცვლილებების გატარებას გეგმავდნენ. ანორთოსისს არ სურდა, ქეცბაიას პოსტი დაეტოვებინა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები