კრიშტიანუ რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

„არ დაგავიწყდეთ, ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია“ - ბრუნო ფერნანდეშმა რონალდუ დაიცვა

ერთა ლიგის ბოლო ტურში პორტუგალიის ნაკრები ესპანეთთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, წაგებით გაბრაზებულმა კრიშტიანუ რონალდუმ კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და გაზონზე დააგდო.

37 წლის ფეხბურთელი ამ საქციელის გამო სამშობლოში მწვავედ გააკრიტიკეს. პორტუგალიელი ფანები მიიჩნევენ, რომ ეროვნული გუნდის კაპიტანი ასე არ უნდა იქცეოდეს.

მოგვიანებით, კრიშტიანუს როგორც პორტუგალიაში, ისე მანჩესტერ იუნაიტედში მისი თანაგუნდელი, ბრუნო ფერნანდეში გამოექომაგა და გულშემატკივარს მიმართა.

რა თქვა ბრუნომ:

კრიშტიანუ თავს კარგად გრძნობს. მისი მიზანი ყოველთვის იყო ეროვნული გუნდის დახმარება და ამას კარგადაც აკეთებდა. ასე რომ, ნუ ააფეთქებთ და რაღაც ამბებს ნუ იგონებთ. კრიშტიანუ ჩვენთანაა და გუნდის დახმარებას აგრძელებს.

კრიშტიანუ ფორვარდია, რომელსაც გოლების გატანა სურს. იმედგაცრუება ნორმალურია, როგორც ყველა, ისიც მარცხისგან გაბრაზებული იყო. არ არის საჭირო მის გარშემო სერიალის გადაღება. მან ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. გოლები კი მოვა, რთული პერიოდი ყველას აქვს.

როდესაც რონალდუს გოლები დაუბრუნდება, უფრო დამშვიდდება და ეროვნულ ნაკრებშიც გააგრძელებს გატანას. არ დაგავიწყდეთ, ის პორტუგალიის და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
GOAL: მესის ბარსაში დაბრუნება თავისუფლად არის შესაძლებელი
GOAL: მესის ბარსაში დაბრუნება თავისუფლად არის შესაძლებელი