თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: „ზაფხულში NBA-ში გადასვლაზე ვფიქრობდი, ბევრი წინადადება მქონდა“

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ განაცხადა, რომ ზაფხულში NBA-ში გადასვლას განიხილავდა. შენგელიას თქმით, მან შეთავაზება რამდენიმე კლუბისგან მიიღო, მაგრამ ადგილსამყოფლის შეცვლაზე უარი განაცხადა.

„ზაფხულში, ჩემი ფიქრები NBA-ში დაბრუნებისკენ იყო მიმართული და სხვა კლუბებისგან ბევრი წინადადება მივიღე. საბოლოოდ, ჩემს ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, რომ ვირტუს ბოლონიასთან ახალი კონტრაქტი გამეფორმებინა. ეს პროექტი ძალიან მომწონს და შესანიშნავი მწვრთნელი და თანაგუნდელები მყავს, ქალაქი კი საოცარია. ამ ყველაფრის ერთობლიობა საკმარისი აღმოჩნდა, რათა ეს არჩევანი გამეკეთებინა.

სამწუხაროა, რომ სეზონის სტარტზე, მატჩებში მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა ეს სპორტის ნაწილია. ამ ვითარებაში აქამდეც ვყოფილვარ და ვეცდები, მაქსიმალურად ძლიერი დავბრუნდე. მანამდე, ჩემი გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ. ვარჯიშებსა და თამაშებს დავესწრები და ვეცდები, მათ რამენაირად დავეხმარო“.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, მან მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო და 12.8 ქულას, 5.2 მოხსნას და 2.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იგესლება როგორც ფუტკარი, დაფარფატებს როგორც პეპელა“ - Libero ხვიჩაზე წერს
„იგესლება როგორც ფუტკარი, დაფარფატებს როგორც პეპელა“ - Libero ხვიჩაზე წერს