თემურ ქეცბაია, კვიპროსის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

პირველი ვარჯიში კვიპროსში - ქეცბაია დებიუტისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ პირველი ვარჯიში გამართა.

53 წლის სპეციალისტი თავის გუნდს ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის დასკვნითი ორი თამაშისთვის ამზადებს. კვიპროსის ნაკრები 24 სექტემბერს საკუთარ მოედანზე საბერძნეთს დაუპირისპირდება, სადაც თემურ ქეცბაიას ოფიციალური დებიუტიც შედგება, 27 სექტემბერს კი სტუმრად კოსოვოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტი ბოლოს ფამაგუსტას „ანორთოსისს“ წვრთნიდა, მანამდე კი 2009-2014 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი ცვლილებით - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრებას იწყებს
ერთი ცვლილებით - საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის შეკრებას იწყებს