ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო პრემიერ ლიგაში მე-7 და მე-8 ტურები გადაიდება
Aa
Aa

ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო პრემიერ ლიგაში მე-7 და მე-8 ტურები გადაიდება

ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო პრემიერ ლიგაში შესაძლოა არა მხოლოდ მე-7 ტურის მატჩები გადაიდოს, არამედ ერთბაშად უახლოესი 2 ტურიც.

The Telegraph-ის ცნობით, მომდევნო შაბათ-კვირას დაგეგმილი ტური საფრთხის წინაშეა და შესაძლოა ისიც გადაიდოს. ელიზაბეტ II-ის დაკრძალვის ორგანიზებაში პოლიციის დიდი ძალები ჩაერთვება და მიზეზად სწორედ ეს სახელდება, რადგან ამის ფონზე საფეხბურთო მატჩებისთვის სამართალდამცავების ნაკლებობა იქნება, რაც რისკს ზრდის.

პირველ რიგში საუბარია ლონდონში გასამართ მატჩებზე, თუმცა მოსალოდნელია, რომ მთლიანად მე-8 ტურიც გადაიდება და უახლოეს ორ უქმეებზე ინგლისში ფეხბურთი შეისვენებს.

სავარაუდოდ, ელისაბედ II-ის დაკრძალვა ორშაბათს, 19 სექტემბერს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ამის გამო ლონდონში უამრავი ადამიანი ჩავა - მათ შორის სახელმწიფოთა ლიდერები და პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგამ დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების გამო მე-7 ტურის ყველა მატჩის გადადება გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,თუ ასე გააგრძელებს, მალე რეალის სამიზნე გახდება“ - კოლიანოვი ხვიჩაზე
,,თუ ასე გააგრძელებს, მალე რეალის სამიზნე გახდება“ - კოლიანოვი ხვიჩაზე