ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„ვერცხლისწყალივით მოძრავი და ყოველთვის „მშიერია``- დი კანიო ხვიჩაზე

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ ცნობილ იტალიურ გამოცემასთან, ilmattino-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კვარაცხელია მოედანზე ყოველთვის მოტივირებული და მონდომებულია და უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობს.

„კვარაცხელია ვერცხლისწყალივით მოძრავია, ყოველთვის „მშიერია'' და უმაღლეს ხარისხს აჩვენებს. პატივისცემა „ნაპოლის'' - კლუბს, რომელმაც გაბედა, ფსონი მასზე დადო და მისი გადაბირება ყველას დაასწრო. სპალეტის დამოკიდებულების მესმის, მას არ სურს, რომ დიდი პასუხისმგებლობა აჰკიდოს. ამიტომაც, მეორე ტაიმში მოედნიდან გაჰყავს ხოლმე“.

სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე ,,ლივერპულთან'' მოგებულ მატჩში ბრწყინვალედ ითამაშა, საგოლე პასიც შეასრულა.

სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა.

მე-6 ტურში ,,ნაპოლი'' ,,სპეციას'' უმასპინძლებს. შეხვედრა 10 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეც ასე ვუწოდებ, ხვიჩა განსაკუთრებულია“ - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„მეც ასე ვუწოდებ, ხვიჩა განსაკუთრებულია“ - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა