ლივერპული, ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას დიდებული მატჩი - ნაპოლიმ ლივერპული გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და „პარტენოპეის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და მე-5 წუთზე „ლივერპულის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზიელინსკიმ ზუსტად შეასრულა. მე-18 წუთზე იგივე განმეორდა და ბურთთან ოსიმენი მივიდა, თუმცა ალისონმა მისი დარტყმა მოიგერია.

31-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედნის ცენტრთან ახლოს ჯო გომესს ბურთი მოპარა და კარისკენ დაიძრა. შემდეგ პასი ანგისას გაუკეთა, რომელმაც ბურთი ზიელინსკისთან გაითამაშა და გოლი გაიტანა.

44-ე წუთზე ქართველმა ვარსკვლავმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, ალექსანდრ-არნოლდს გვერდი აუარა, შემდეგ ჯო გომესიც მოატყუა და საგოლე პასი ჯოვანი სიმეონეს გაუკეთა, რომელმაც „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი „ნაპოლიმ“ 3:0 მოიგო.

მეორე ნახევარში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ძირითადად მასპინძლები დომინირებდნენ და მატჩის 47-ე წუთზე ზიელინსკიმ დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ, კვარაცხელიას 2-ჯერ ჰქონდა კარგი დრიბლინგის მცდელობა, თუმცა სიტუაცია არ გამწვავდა. ლუჩიანო სპალეტიმ „კვარა“ 57-ე წუთზე შეცვალა. შეგახსენებთ, კლოპის გუნდმა პრესტიჟის გოლის გატანა 49-ე წუთზე შეძლო. თავი ლუის დიასმა გამოიჩინა.

კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი მონტენეგროსთან - საქართველო ევრობასკეტს დაემშვიდობა
მარცხი მონტენეგროსთან - საქართველო ევრობასკეტს დაემშვიდობა