ევრობასკეტი, ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრები, ბელგიის კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

A ჯგუფის პირველი სენსაცია: ესპანეთი ბელგიასთან დამარცხდა

Eurobasket-ის მესამე სათამაშო დღის მორიგ მატჩში „თბილისი არენაზე“ ერთმანეთს ესპანეთისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელიც საბოლოოდ ბელგიელთა სენსაციური გამარჯვებით, 73:83 დასრულდა.

ბევრისთვის მოულოდნელად, ესპანელებმა მეტოქეს განსაკუთრებული და თავისთვის დამახასიათებელი თამაში ვერ შესთავაზეთ, საპირისპიროდ კი დარიო გიერჟას გუნდმა საკმაოდ დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

ბელგიელებმა განსაკუთრებულად კარგად დასკვნითი მეოთხედის ბოლო 3 წუთი ჩაატარეს, სადაც ესპანელებს 10:0 გაქცევა მოუწყვეს.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ემანუელ ლეკომტი გახდა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 30:26 წუთში ესპანელებს 20 ქულა ჩაუგდო, 5-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და ერთხელ ჩაჭრა მეტოქის შეტევაში ბურთი.

ესპანეთის ნაკრებიდან კი ვილი ერნანგომესი გამოირჩა, რომელმაც 22:07 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააფიქსირა.

მარცხის მიუხედავად, ესპანელები ამ დროისთვის A ჯგუფში 2 მოგებით და 1 მარცხით ბურთების უკეთესი შეფარდების გამო კვლავ პირველ ადგილს იკავებენ, ბელგიელებმა კი თურქეთს გადაასწრეს და მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.

A ჯგუფის დასკვნითი მატჩი ზუსტად 21:00 საათზე გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები