ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

ატლეტიკო ბარსას 40 მილიონს აღარ გადაუხდის და ამით არც კანონს არღვევს

ანტუან გრიზმანის აგენტი „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შორის არსებული დავიდან გამოსავალს ეძებს.

Cope-ის ცნობით, 31 წლის თავდამსხმელის აგენტი „ბარსელონას" გამოსასყიდი თანხის შემცირებას შესთავაზებს. თუ კატალონიური კლუბი დათანხმდება, მაშინ გრიზმანის „ატლეტიკოში“ გაყიდვა უკვე სეზონის მსვლელობისას გაფორმდება და კლუბები ზაფხულს აღარ დაელოდებიან.

Mundo Deportivo განმარტავს, რომ ამ სიტუაციაში „ატლეტიკო“ იურიდიულად კანონს არ არღვევს. „ბარსელონამ“ ადვოკატებს დაავალა, გაეცნონ მადრიდული კლუბის ქცევას, მაგრამ გრიზმანის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვებით, „როხიბლანკო" კანონიერად მოქმედებს.

მადრიდულ კლუბს მხოლოდ ანტუანის კლუბის მოთამაშედ დარეგისტრირება მოეთხოვებოდა. შესაძლოა, „ატლეტიკომ“ სეზონის ბოლომდე გრიზმანი საერთოდ არ ათამაშოს, ეს მათი უფლებაა და ეს ლა ლიგის წესების დარღვევა არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ ვალდებულია გრიზმანი „ბარსასგან" 40 მილიონ ევროდ იყიდოს, თუ ფეხბურთელი კლუბში ორი სეზონის განმავლობაში მატჩების 50%-ში მინიმუმ 45 წუთს ითამაშებს.

ამჯერად კი მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ზედიზედ ოთხ შეხვედრაში ანტუანი მოედანზე მე-60 წუთს შემდეგ შედის, ამის მიხედვით „ბლაუგრანა“ კუთვნილ 40 მილიონს ვერ მიიღებს. მადრიდელები ამით შეთანხმებას არღვევენ, თუმცა კანონისა და ხელშეკრულების დარღვევა არ ხდება. უბრალოდ, მათი ქმედება არაკეთილსინდისიერად ფასდება და სამომავლოდ კლუბებს შორის ურთიერთობას დაძაბავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახალმა სუპერვარსკვლავმა ეს ისევ გააკეთა“ - ევროპული პრესა ხვიჩას გოლზე
“ახალმა სუპერვარსკვლავმა ეს ისევ გააკეთა“ - ევროპული პრესა ხვიჩას გოლზე