ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“ვუყურებ როგორ მოამზადებს კერძს ტრენტისგან“ - უცხოელი ქომაგები კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას „ლაციოსთან“ გატანილი გოლისა და დიდებული თამაშის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც მოსალოდნელიც იყო.

ევროპული პრესის შემდეგ, გთავაზობთ უცხოელი ქომაგების საინტერესო შეფასებებს და კომენტარებს „კვარას“ თამაშის შემდეგ:

„კვარაცხელია ძვირფასი ქვა არის. სად იპოვა ნაპოლიმ ის. ღმერთო ჩემო რა ფეხბურთელია“.

„ვუყურებ ლაციო ნაპოლის და ეს ბიჭი ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებული მოთამაშეა. ტემპი, ფიზიკური ფორმა, გოლის გატანის ალღო, როგორი სრულყოფილი მოთამაშეა. ეს არის მიზეზი რატომაც ეძახიან მას ქართველ მარადონას“.

„შეგიძლიათ უთხრათ მანჩესტერ იუნაიტედს, რომ ხვიჩა კვარაცხელია იყიდოს. ეს ნაპოლის ბიჭი ცივსისხლიანია, მას ფეხბურთის თამაში შეუძლია, 21 წლის გარემარბი ორივე ფეხით თამაშობს.

ვუყურებ მას ჩემპიონთა ლიგაზე, თუ როგორ დაამზადებს კერძს ტრენტისგან“.

„ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებულია. იმედი მაქვს არსენალი უყურებს ამ ბიჭს“.

„ხვიჩა კვარაცხელია - სად იპოვა ნაპოლიმ ეს ბიჭი“.

„გიორგი მამარდაშვილი ვალენსია და ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლი. ორმა ახალგაზრდა ქართველმა ეს სეზონი დიდებულად დაიწყო, და ისინი მხოლოდ 21 წლის არიან.

ქართული ფეხბურთის მომავალი კაშკაშაა, თუ მათ შეუძლიათ მათი მსგავსი ტალანტების კიდევ აღზრდა“.

„ძმაო, რა ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. ტოტენჰემი ინანებს, რომ ის არ იყიდა“.

„დაიმახსოვრეთ ეს სახელი - ხვიჩა კვარაცხელია“.

„ხვიჩა კვარაცხელია - 4 გოლი და 1 ასისტი 5 მატჩში. საშუალოდ 60 წუთში ერთხელ მონაწილეობს საგოლე მომენტებში. ის აიძულებს ნაპოლის რომ ინსინიე დაივიწყონ. ფანტასტიკური დრიბლინგი, შესანიშნავი მოძრაობები და მას შეუძლია შორიდან გასროლაც. სულ რაღაც 21 წლის არის".

„რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია არის ორი ძალიან კარგი მიზეზი იმისა, რომ წელს სერია A-ს ვუყურო.

ჩინებული გოლები და ბრწყინვალე მომენტები დღეს ორივეს შესრულებით“.

„ხვიჩა კვარაცხელია რაღაც განსაკუთრებულია, ახალგაზრდაა, მოხერხებულია და გოლების გატანა შეუძლია. მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები ვერასდროს ამჩნევენ ასეთ მოთამაშეებს. რაც მათ იციან არის მხოლოდ - "ახალი დევიდ ბექჰემი ან მომდევნო რაიან გიგზი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,სკაუტებმა დაუჯერებელი სამუშაო გასწიეს“ - ვალტერ ძენგამ ხვიჩაზე ისაუბრა
,,სკაუტებმა დაუჯერებელი სამუშაო გასწიეს“ - ვალტერ ძენგამ ხვიჩაზე ისაუბრა