კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი, სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: რონალდუს მეგობარი და ხანდახან მასწავლებელიც ვიქნები

ერიკ ტენ ჰეგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მწვრთნელთან ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„მე ვუკავშირდები მას და ასევე მის მრჩევლებს. ამით ბედნიერები ვართ, მადლიერებას ვგრძნობთ. მაგრამ დროა ახალი მომავალი ავაშენოთ. ეს აშკარაა“.

- მიიღეთ სიამოვნება მანჩესტერ იუნაიტედში პირველი 100 დღით? ამაზე ოცნებობდით?

„მეოცნებე არ ვარ (იღიმის). მე უფრო ახლოს ვარ რეალურ სამყაროსთან. ვიცოდი, რომ ეს სამუშაო დიდი გამოწვევა იქნებოდა და შრომას მოითხოვდა. იმდენად დაკავებული ვიყავი, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ გავიდა ეს 100 დღე, მაგრამ ეს კარგი ნიშანია.

ახლა საფეხბურთო პროცესებით ვარ დაკავებული. მსიამოვნებს მწვრთნელობა და მოედნის მიღმა მუშაობა. ძალიან მსიამოვნებს, შთამაგონებს და მაძლევს მოტივაციას. ძალიან კარგია, რომ ასეთი გამოცდილება მივიღე.

რონალდუ? მე ვიქნები მისი მეგობარი და ხანდახან მისი მასწავლებელი. ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე.

როგორც ყველამ ვიცით, ის არ იყო წინასასეზონო სამზადისისას და ამის გამოტოვება არ შეიძლება. ეს არის საფუძველი სეზონის წინ.

შარშანდელთან შედარებით სხვა სტილში ვთამაშობთ. ის ეფუძნება გარკვეულ მოთხოვნებს, ინტერაქციას და მოთამაშეთა განლაგებას, პოზიციებზე და მის გარეთ. სხვა საქმეა ფიზიკური მომზადება“,

- განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახალმა სუპერვარსკვლავმა ეს ისევ გააკეთა“ - ევროპული პრესა ხვიჩას გოლზე
“ახალმა სუპერვარსკვლავმა ეს ისევ გააკეთა“ - ევროპული პრესა ხვიჩას გოლზე