კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

თანაგუნდელებსაც სურთ, რომ წავიდეს - რას აპირებს რონალდუ?

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებიღა რჩება და უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სამომავლო გეგმებია. გუშინ, პორტუგალიელი ფეხბურთელი „ჩელსის“ კიდევ ერთხელ დაუკავშირეს, დღეს კი განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა.

Manchester Evening News-ის მიხედვით, რონალდუს წარმომადგენლებს „ნაპოლისთან“ კონტაქტი ჰქონდათ და „პარტენოპეისთან“ მოლაპარაკებები გამართეს. ბრიტანული გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლელებს კრიშტიანუს შეძენა სურთ, მაგრამ თუ ეს არ გამოუვათ, მზად არიან, იგი იჯარით გაიფორმონ.

ავტორიტეტული Independent-ის ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ბოლო მცდელობები აქვს, რათა თავისი კლიენტი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადაიყვანოს. „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა რონალდუს გადაბირებაზე უარი კიდევ ერთხელ თქვა და მენდეშს ბევრი ვარიანტი აღარ რჩება.

სხვათა შორის, ESPN-ი წერს, რომ „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს სურთ, რონალდუმ გუნდი დატოვოს. მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ისინი სიხარულით შეეგებნენ და იმედი აქვთ, პორტუგალიელი „ოლდ ტრაფორდს“ მალე დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი მოიგერია“ - ობლაკმა და სიმეონემ მამარდაშვილზე ისაუბრეს
„ყველაფერი მოიგერია“ - ობლაკმა და სიმეონემ მამარდაშვილზე ისაუბრეს