კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მენდეში ჩელსის დაუკავშირდა - რონალდუ უკმაყოფილოა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში „ჩელსის“ ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. Independent-ის ცნობით, მენდეში დაინტერესდა „არისტოკრატები“ რონალდუს გადაბირებაზე რა აზრის არიან და პოზიცია ხომ არ შეუცვლიათ.

ტომას ტუხელს შეტევის ხაზის გაძლიერება სურს და „ნისლიან ალბიონზე“ რამდენიმე ვარიანტზე იწერება. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, გერმანელი სპეციალისტი რონალდუს შესაძლო ტრანსფერს კვლავ არ მიესალმება, მაგრამ არაა გამორიცხული, ვითარება შეიცვალოს.

საქმე ისაა, რომ „ჩელსის“ ვილფრიდ ზაჰას გაფორმება სურს. Daily Mail-ისა და Independent-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, „არისტოკრატებმა“ „კრისტალ პალასს“ წინადადებით მიმართონ და „არწივების“ ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება სცადონ. „ლურჯების“ სატრანსფერო გეგმები სწორედ ზაჰაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ Times-ის ცნობით, რონალდუ უკმაყოფილოა, ხელფასის შემცირება რომ მოუწია. „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რის შემდეგაც პორტუგალიელის ანაზღაურება 480 000 გირვანქა სტერლინგიდან, 360 000 გირვანქა სტერლინგამდე დაეცა. 37 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ ეს უსამართლობაა და „წითელმა ეშმაკებმა“ ლიგის საგზური რომ ვერ მოიპოვეს, მისი ბრალი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა
უგოლო ფრე ფლორენციაში - ხვიჩამ მოედანზე 1 საათი გაატარა