კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

130 მილიონი და რონალდუს ხელფასს მანჩესტერი გადაუხდის - ნაპოლის მოთხოვნები ცნობილია

კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში მისი კლიენტისთვის ახალი კლუბის ძიებას განაგრძობს და ბოლო რამდენიმე დღეა ნაპოლის არ ეშვება.

დღეს ცნობილი გახდა, თუ რა პირობებით შეიძლება ნეაპოლური კლუბი რონალდუ-ოსიმენის გარიგებას დათანხმდეს.

TuttoNapoli-სა Rai Sport-ის ექსპერტ ჩირო ვენერატოს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯერ არ დაკავშირებია ნეაპოლელებს, მაგრამ პორტუგალიელის აგენტი ჟორჟე მენდეში იტალიურ კლუბს „მანკუნიანელების“ სახელით დაუკავშირდა და მოლაპარაკებები გამართა.

„ნაპოლი“ ოსიმენის სანაცვლოდ 130 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს. რონალდუ კი რომელიც მათ რიგებში აღმოჩნდება, ხელფასს „მანჩესტერი“ გადაუხდის. გარდა ამისა „წითელმა ეშმაკებმა“ ამ ტრანსფერიდან ფიფასა და უეფასთვის 5%-იანი წილის გადარიცხვა თავის თავზე უნდა აიღოს.

თუ, ინგლისელები ამ პირობებს არ დათანხმდებიან, ნაპოლი გარიგებაზე უარს იტყვის.

იტალიური კლუბი თავიდანვე გარიგების წინააღმდეგი იყო, თუმცა რახან „იუნაიტედი“ მათ არ მოეშვა, საბოლოოდ „ნაპოლის“ მოთხოვნები წამოაყენა, რისი შესრულებაც საკმაოდ რთულად განსახორციელებელი ჩანს. „იუნაიტედს“ დათანხმება ან მათთვის თავის დანებება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ქართველი ლიონელ მესი“ - Liverpool.Com კვარაცხელიაზე წერს
“ქართველი ლიონელ მესი“ - Liverpool.Com კვარაცხელიაზე წერს