კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

“არავითარი გავლენა თამაშზე“ - რონალდუს ბრიტანული პრესა აკრიტიკებს

კრიშტიანუ რონალდუმ „საუთჰემპტონთან“ მატჩის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეფასება მიიღო.

პრემიერ ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ტენ ჰაგის გუნდმა „წმინდანებს" სტუმრად 1-0 მოუგო. 37 წლის პორტუგალიელი თადარიგში იმყოფებოდა და მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.

რონალდუს არც ერთი დარტყმა არ ჰქონია, 10 პასიდან ზუსტი 5 ჰქონდა, სამივე საჰაერო დუელი მოიგო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

Manchester Evening News-ის ვერსიით რონალდუმ 5 ქულა მიიღო, ეს კი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

„არავითარი მნიშვნელოვანი გავლენა თამაშზე",

- ნათქვამია შეფასების კომენტარში.

ასევე 5 ქულა აქვთ ჯეიდონ სანჩოს, მარკუს რაშფორდს, სკოტ მაკტომინეის, ენტონი ელანგას და ფრედს.

6 ქულა მიიღეს დავიდ დე ხეამ, ტაირელ მალასიამ, ბრუნო ფერნანდეშმა (მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი), კრისტიან ერიქსენმა და კაზემირომ (დებიუტი).

7 ქულა - დიოგო დალოს და ლისანდრო მარტინესს ჰქონდათ, უმაღლესი ქულა (8) მხოლოდ რაფაელ ვარანს დაუწერეს.

რონალდუს სატრანსფერო საგა

კრიშტიანუ „იუნაიტედის“ დატოვებას კვლავ გეგმავს და კვლავინდებურად ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდს ეძებს. „ნაპოლი“ და ლისაბონის „სპორტინგი“ მისი ბოლო ვარიანტებია.

ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე ამ საქმით იქნება დაკავებული. ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზება პორტუგალიელს არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესტუპინიანის ჰეთ-თრიკი - არველაძის ჰალ სიტიმ ქოვენთრი დაამარცხა
ესტუპინიანის ჰეთ-თრიკი - არველაძის ჰალ სიტიმ ქოვენთრი დაამარცხა