სერ ალექს ფერგიუსონი
Aa
Aa

ახლა უფრო დიდი გავლენა ექნება - ფერგიუსონი მანჩესტერში დაბრუნდა

სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოფიციალურად დაუბრუნდა. „ფერგი“ კლუბში ახალ თანამდებობას დაიკავებს.

Daily Mail-ის ცნობით, ფერგიუსონი შეუერთდა ექსპერტთა ახლად შექმნილ ანალიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაეხმარება კლუბის მმართველ დირექტორს, რიჩარდ არნოლდს.

ჯგუფში ასევე შედიან კლუბის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი ბრაიან რობსონი და კლუბის სპორტული დირექტორი ჯონ მურტო.

ჯგუფი არნოლდს კონსულტაციებს გაუწევს საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციასა და გულშემატკივრებთან ურთიერთობის შესახებ.

წყარო წერს, რომ ფერგიუსონს კლუბში ახლა იმაზე დიდი გავლენა ექნება, ვიდრე მაშინ, როდესაც მან 2013 წელს „წითელი ეშმაკები“ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედში“ რონალდუს დაბრუნებასაც ფერგიუსონის დამსახურებად თვლიან. კრიშტიანუ „სიტიში“ ტრანსფერთან ახლოს იყო, ბოლო მომენტში კი მას სწორედ სერ ალექსი გაესაუბრა, რის შემდეგაც პორტუგალიელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეფე ითამაშებს“ - რონალდუ მოედანს უბრუნდება
„მეფე ითამაშებს“ - რონალდუ მოედანს უბრუნდება