ილია თოფურია, დამირ ისმაგულოვი
Aa
Aa

„მარტივი ჩხუბი მინდა და იდეალური ვარიანტია" - ისმაგულოვმა თოფურია გამოიწვია

UFC-ის ქართველი მებრძოლის, გურამ ქუთათელაძის ყოფილმა მეტოქემ, დამირ ისმაგულოვმა ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ისმაგულოვმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორი“ გამოიწვია.

„მოგესალმებით ყველას. ტოპ 10-ის რომელიმე მებრძოლთან დაპირისპირებამდე, გადავწყვიტე, კიდევ ერთი მარტივი გასახურებელი ჩხუბი გავმართო. ვფიქრობ, თოფურია ამისთვის იდეალური კანდიდატი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ისმაგულოვმა ქუთათელაძეს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. MMA-ის ქომაგთა ნაწილის აზრით, მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს და „ქართველი ვიკინგი“ გამარჯვებას იმსახურებდა. განსაკუთრებული კრიტიკა ჯეისონ სტაფინმა დაიმსახურა, რომელმაც სამივე რაუნდი ისმაგულოვს მისცა.

ცნობისთვის, ბრძოლის შემდეგ, გურამმა ასეთი განცხადება გააკეთა: „რა შემიძლია ვთქვა... უნდა ვისწავლო. მსაჯების ხელში არასდროს არ უნდა დატოვო. ბოდიშს ვუხდი ოჯახს და გუნდს, რომ ვანერვიულე და იმედები გავუცრუე. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე: „გვინდა, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ
არველაძე: „გვინდა, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ""