კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ მანჩესტერში დაბრუნდა - ტენ ჰაგს იმედი აქვს, რომ დარჩენაზე დაიყოლიებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ გუშინ საღამოს ინგლისში ჩაფრინდა და დღეს გუნდის მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს შეხვდება. ამ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს და დასძენს, რომ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან მიმართებით „წითელი ეშმაკების“ პოზიცია არ შეცვლილა.

„ოლდ ტრაფორდელებს“ მისი გაშვება არ სურთ და თვლიან, რომ მომდევნო სეზონში იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება. Daily Mail-ის ცნობით, ერიკ ტენ ჰაგი რონალდუს თავის პროექტს გააცნობს და შეეცდება, დარჩენაზე დაიყოლიოს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. ბრიტანული პრესის მიხედვით, კრიშტიანუს პრიორიტეტი კვლავინდებურად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია.

ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში „ჩელსის“, „ატლეტიკოსა“ და „ბაიერნის“ წარმომადგენლებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს და მათ დასარწმუნებლად უკან არაფერზე დაიხევს. პორტუგალიელი ჟურნალისტი, პედრო სეპულვედა კი იტყობინება, რომ კრიშტიანუს „ბაიერნში“ გადასვლა სურს, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ მისი გადაბირებით არ ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, რონალდუს ერთადერთი ვარიანტი „ატლეტიკოა“, თუმცა მადრიდელებს მის გასაფორმებლად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვთ. იწერება, რომ მიზნის მისაღწევად „როხიბლანკო“ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე ფიქრობს, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა გამოგვაგდოს“ - არეულობა საბურთალოს მეტოქის რიგებში
„ეს გუნდი ძალიან სუსტია, რათა გამოგვაგდოს“ - არეულობა საბურთალოს მეტოქის რიგებში