პსჟ
Aa
Aa

უარი თქვა - მესი პსჟ-სთან კონტრაქტს ჯერჯერობით არ გაახანგრძლივებს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports იუწყება, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ ლეო მესის ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რომლის თანახმად არგენტინელი სუპერვარსკვლავი საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლამდე დარჩება, თუმცა ვეტერანმა შემტევმა უარი განაცხადა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ლეო გადაწყვეტილებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს. იქამდე კი ახალ ხელშეკრულებაზე საუბარიც კი ზედმეტია. შეგახსენებთ, რომ მესის ამჟამინდელი კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს ეწურება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლიონელის გადაბირებას MLS-ის წარმომადგენლები აპირებენ. ყველაზე დიდ ინტერესს კი დევიდ ბექჰემის „ინტერ მაიამი“ იჩენს, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, მესი საკუთარი მომავლის გადაწყვეტას მხოლოდ ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენს“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. ერთი სეზონის განმავლობაში ლეომ პარიზული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 34-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 შეთავაზება აქვს - სუარესი კარიერის გაგრძელებას MLS-ში აპირებს
5 შეთავაზება აქვს - სუარესი კარიერის გაგრძელებას MLS-ში აპირებს