ბაშაქშეჰირი, მესიუთ იოზილი
Aa
Aa

ოფიციალურად - იოზილი ბაშაქშეჰირის ფეხბურთელია

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ფენერბახჩემ“ მესიუთ იოზილს კონტრაქტი გაუწყვიტა და გუნდიდან გაუშვა. ამის მიზეზი მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი გახდა. შეგახსენებთ, რომ თურქული ფესვების მქონე გერმანელმა უკანასკნელად „ფენერის“ მაისური 20 მარტს მოირგო.

ვეტერან ნახევარმცველს დიდი ხანი უქმად ყოფნა არ მოუწია. დღეს გაირკვა, რომ იოზილი კარიერის საკუთარ სამშობლოში, კონკრეტულად კი „ბაშაქშეჰირში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებდნენ „ჰალ სიტის“. არსებობდა შანსი, რომ მას შოთა არველაძის ხელმძღვანელობით ეთამაშა, რადგან ინგლისური კლუბის ახალი პრეზიდენტი აჯუნ ილიჯალი მესიუთის ახლო მეგობარია, თუმცა, როგორც ჩანს ტრანსფერი არ გამოვიდა.

ასევე გეტყვით, იოზილი სამშობლოში ფეხბურთის სათამაშოდ 2021 წელს დაბრუნდა. 2021 წლიდან დღემდე ვეტერანმა ნახევარმცველმა „ფენერბახჩეს“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 36-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ
    ქონებრივი დეკლარაცია - კრიშტიანუ რონალდუ