მაურისიო პოჩეტინო, პარი სენ ჟერმენი, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

ალ-ხელაიფმა დაადასტურა - ზიდანი პარი სენ ჟერმენს არ გაწვრთნის

ნასერ ალ-ხელაიფს დიდი ხნის განმავლობაში სურდა ზინედინ ზიდანის „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელად დანიშვნა, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა უარი განაცხადა.

სპორტულ მედიაში სხვადასხვა წყაროები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებდნენ. ზოგი წერდა, რომ „ზიზუ“ პსჟ-ს ჩაიბარებდა, ზოგი კი პირიქით. დღეს, ყველაფერს ნათელი თავად ალ-ხელაიფმა მოჰფინა, რომლის სიტყვებიც ფაბრიციო რომანომ გააჟღერა:

„ახალი მწვრთნელის პოსტზე ჩვენ სხვა ვარიანტი გადავწყვიტეთ. ეს საუკეთესო არჩევანი იქნება ჩვენი ტაქტიკური იდეებისთვის.“

ზიდანის ალტერნატივა

ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’EQUIPE გვამცნობს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და პსჟ „ნიცას“ კრისტოფერ გალტიეს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

რაც შეეხება პოჩეტინოს, არგენტინელი სპეციალისტის ოფიციალურად გაშვება მიმდინარე კვირაში, კონკრეტულად კი ხუთშაბათს იგეგმება. შეგახსენებთ, რომ მაურისიოს მადრიდის „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხი არ აპატიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
40 მილიონი წელიწადში - პსჟ-ს ვინისიუსი უნდოდა
40 მილიონი წელიწადში - პსჟ-ს ვინისიუსი უნდოდა