საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, თბილისის გრანდ სლემი, გიორგი შერაზადიშვილი
Aa
Aa

„ახალ“ შერაზადიშვილს დიდი მომავალი აქვს“ - EJU-ს სტატია ქართველ ძიუდოისტზე

ევროპული ძიუდოს კავშირი 21 წლის ქართველი ძიუდოისტის, გიორგი შერაზადიშვილის შესახებ წერს და მას ქართული და მსოფლიო ძიუდოს ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს.

EJU.NET-ზე ვკითხულობთ:

საქართველოს ძიუდოისტთა გუნდს ჰყავს სრულიად ახალი თაობა, რომელიც იმათაც კი სჯობნის, რომლებსაც არაერთი მაღალი მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული.

გვარი შერაზადიშვილი ალბათ ყველასთვის ცნობილია. წარმოშობით ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, მსოფლიოს ორმაგი ჩემპიონი გახდა, თუმცა ყურადღების ცენტში ახლა არა ნიკოლოზი, არამედ 21 წლის გიორგი ექცევა.

მას ქართველი ერისთვის საყვარელი სპორტის სახეობა მამამ 4 წლის ასაკში გააცნო. ეჭვგარეშეა, რომ ქართული ძიუდოს ლანდშაფტი ტრადიციული ჭიდაობის სტილს ეფუძნება, რომლებსაც სპორტსმენები უკვე ტატამზე იყენებენ. გიორგის მამამ საქართველოში არაერთ წარმატებას მიაღწია როგორც ძიუდოში, ისე სამბოში. მას აქვს მსოფლიო და ევროპული მედლები. ასეთ დროს, როცა ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს ერწყმის, გიორგის ბუნებრივი შესაძლებლობებიც უფრო მაღალი ხდება.

EJU.NET-ზე გიორგი შერაზადიშვილის ინტერვიუ ვრცელდება, რომელშიც ის სპორტის ამ სახეობაში პირველ ნაბიჯებს იხსენებს.

ძიუდოზე მამაჩემმა მიმიყვანა, რადგან წარსულში წარმატებული ძიუდოისტი იყო და უნდოდა, რომ მეც მისი გზა გამეგრძელებინა. ამის გარდა, ძალიან აქტიური და ენერგიული ბავშვი ვიყავი, ამიტომ დავიწყე ძიუდოში ვარჯიში.

სიმართლე გითხრათ, საყვარელი ძიუდოისტი არასდროს მყოლია, რადგან მსოფლიოში ძალიან ბევრი ძლიერი ძიუდოისტია, განსაკუთრებით საქართველოში. ყოველთვის იყვნენ ისეთი სპორტსმენები, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ გამორჩეულად ვერავის დავასახელებ.

21 წლის ძიუდოისტის მთავარი მიზანი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა იქნება.

ყოველთვის მქონდა იმის სურვილი და მიზანი, რომ ძიუდოისტი გავმხდარიყავი, ცხოვრების ამ წესის ერთგული ვიყავი. შრომისმოყვარეობა, ბევრი ვარჯიში და ძიუდოსადმი ჩემი სიყვარული ყოველთვის მეხმარებოდა ამ მიზნის შესრულებაში. დღესდღეობით, ჩემთვის ყველაზე დიდი ტიტული იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონობაა. ამან მომცა დიდი გამოცდილება და რაც მთავარია რწმენა იმის, რომ მომავლისთვის ყველა ტურნირზე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო.

„როგორც ჩანს „ახალ“ შერაზადიშვილს დიდი მომავალი აქვს“ - გრძელდება სტატია: „საინტერესოა, შეძლებს თუ არა საკუთარ სახელს კიდევ უფრო დიდი დიდება მოუტანოს? ამისთვის დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. ამ უქმეებზე, ის საკუთარ კედლებში თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს? - JudoInside-ს სტატია ბექა ღვინიაშვილზე
მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს? - JudoInside-ს სტატია ბექა ღვინიაშვილზე