საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, თბილისის გრანდ სლემი
Aa
Aa

თბილისში ნამდვილი დღესასწაული გველოდება - EJU გრანდ სლემზე წერს

3-5 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სახელოვან ქართველ ძიუდოისტებთან ერთად, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი მიიღებს.

ტურნირის დაწყებამდე ევროპული ძიუდოს გაერთიანებამ (EJU) შესახებ სპეციალური სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებზე და ტურნირის საორგანიზაციო მხარეზე.

სტატიაში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის კომენტარი გვხვდება:

„ქართულმა ძიუდომ 2021 წელს მნიშვნელოვან რეკორდებს მიაღწია და შთამბეჭდავი შედეგი დადო, განსაკუთრებით აღსანიშნავია ოლიმპიური თამაშები. ძიუდო საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობაა და სპორტსმენების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. ჩვენი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან დიდი სლემის დაწყებას. ამ ტურნირის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია, რის გამოც, კიდევ ერთხელ მინდა, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, მარიუს ვიზერს მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის. იმედი მაქვს, რომ პანდემიის გახანგრძლივების მიუხედავად, ყველა სტუმარისთვის და ძიუდოისტისთვის დიდი ღონისძიება იქნება“, - ამბობს ათაბეგაშვილი.

EJU-ს ვებ-გვერდზე საქართველოს ნაკრების ლიდერების ვარსკვლავურ შემადგენლობაზეც წერია, განსაკუთრებული ყურადღება კი გიორგი სარდალაშვილზეა გამახვილებული.

„60 კგ წონით კატეგორიაში იქნებიან ლუხუმ ჩხვიმიანი და თემურ ნოზაძე, რომლებიც პირველ-მეორე ნომრად იქნებიან განთესილები. მაგრამ, მათ შესაძლოა მოულოდნელი სიურპრიზი ჰქონდეთ, რადგან ტურნირზე მონაწილეობას 2021 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილიც მიიღებს. გასულ კვირას მან მალაგაში გამართულ იუნიორთა ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ მოისურვებს ამ სვლის გაგრძელებას“, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ძიუდოს გრანდ სლემი ისტორიაში მეორედ გაიმართება, საქართველო კი მონაწილეობას 39 სპორტსმენით მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს? - JudoInside-ს სტატია ბექა ღვინიაშვილზე
მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს? - JudoInside-ს სტატია ბექა ღვინიაშვილზე