ილია თოფურია, ედსონ ბარბოზა
Aa
Aa

„დრო მოვიდა გზა მომდევნო ლეგენდას დაუთმო“ - თოფურიამ ბარბოზას მიმართა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ედსონ ბარბოზას მიმართა. „ელ მატადორმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტები გამოაქვეყნა და ბრაზილიელი მებრძოლი ოქტაგონზე გამოიწვია.

„ედსონ, რამდენი ხანი გჭირდება, რომ გადაწყვეტილება მიიღო? რომ მოკვდე და დაბრუნდე, შედეგს მაინც ვერ შეცვლი. შესანიშნავი მებრძოლი იყავი, მაგრამ დრო მოვიდა, გზა მომდევნო ლეგენდას დაუთმო. ჩემი პატივისცემა შენ, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღე ან სხვას ვეჩხუბები.

ედსონ ბარბოზა არის მებრძოლი, რომლის ჩხუბსაც პატარა ასაკიდან ვუყურებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მებრძოლები, რომლებიც ჩემი კერპები იყვნენ, ჩემი მეტოქეები ხდებიან. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და ჩემ მიერ გაწეულ სამუშაოს შედეგი მოაქვს.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ბარბოზას შესაძლო დაპირისპირების შესახებ რამდენიმე კვირის წინაც დაიწერა. Allaccessmma-ს ჟურნალისტის, მენი მაიერის მიხედვით, UFC-ში სურთ, რომ „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე ედსონ ბარბოზა იყოს. აღნიშნულ ცნობებს MMA-ის ესპანელი ჟურნალისტი, ალვარო კოლმენეროც ადასტურებს და აცხადებს, რომ ილიამ ბარბოზასთან ჩხუბის თაობაზე შეთავაზება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოლერს მოკვლით დაემუქრა - ვალენსიას პრეზიდენტი გადააყენეს
სოლერს მოკვლით დაემუქრა - ვალენსიას პრეზიდენტი გადააყენეს