ხორვატი ფეხბურთელების დომინირება ჩემპიონთა ლიგაზე
Aa
Aa

ხორვატი ფეხბურთელების დომინირება ჩემპიონთა ლიგაზე

დასრულდა 2021/2022 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. მადრიდის „რეალმა“ ისტორიაში მე-14 ტიტული მოიპოვა, ხოლო ლუკა მოდრიჩმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მეხუთედ მოიგო.

თანამედროვე სპორტში ყველანაირი სტატისტიკა ითვლება. დღეს გამოქვეყნდა ხორვატი ფეხბურთელების მიღწევები ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ხორვატი ფეხბურთელები აღნიშნულ ტურნირს ბოლო 9 წლის განმავლობაში იგებენ და ჩავარდნა არ ჰქონიათ.

მარიო მანჯუკიჩმა 2013 წელს მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად მოიგო. 2014 წელს მოდრიჩმა გაიმარჯვა, 2015 წელს რაკიტიჩმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში, 2016 წელს მოდრიჩმა და კოვაჩიჩმა ერთად. 2017 წელს კვლავ ლუკამ და მატეომ აღმართეს თასი. 2018 იგივე დუეტმა გაიბრწყინა.

2019 წელს წარმატება დეიან ლოვრენს „ლივერპულთან“ ერთად ხვდა წილად. 2020 წელს ჩემპიონთა ლიგა „ბაიერნთან“ ერთად პერიშიჩმა მოიგო, ხოლო გასულ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისევ მატეო კოვაჩიჩმა მოიგო, მაგრამ „არისტოკრატებთან“ ერთად. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ყველაზე ტიტულოვანი ლუკა მოდრიჩია, რომელსაც, როგორც უკვე მოგახსენეთ ჩემპიონთა ლიგის 5 ტიტული დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მბაპე, მიესალმე ჩემპიონებს!
„მბაპე, მიესალმე ჩემპიონებს!" - რეალის ქომაგებმა კილიანს მიმართეს