ჩელსი, ლივერპული, სევილია, პსჟ, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

ტრანსფერები | პსჟ მანესთვის იბრძვის, კუნდე ჩელსისთან ერთ ნაბიჯშია

სულ მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, თუმცა იქამდე ყოველდღიურად ვრცელდება ახალი ამბები. სულ ცოტა ხნის წინ, გამოცემა BILD-ის ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა საინტერესო ამბავი გააჟღერა.

როგორც ირკვევა, „პარი სენ ჟერმენი“ სადიო მანეს უმიზნებს. „ლივერპულის“ გარემარბს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი არ მიდის.

ფალკის თქმით, სენეგალელ ფეხბურთელს პარიზული გრანდის შეთავაზებული ხელფასი ხიბლავს და ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით ამიტომ არ ჩქარობს. შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით პსჟ-ს კილიან მბაპე დატოვებს და ნასერ ალ-ხელაფის მისი შემცვლელი აუცილებლად დასჭირდება.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL კუნდეზე ზერს. „სევილიას“ ცენტრალური მცველით კვლავ ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდება. მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „არისტოკრატებმა“ ფრანგი ფეხბურთელის შესაძენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა „სევილიამ“ ის არ გაუშვა.

გამოცემა ადასტურებს, რომ, როგორც კი „ჩელსის“ ახალი მფლობელი ეყოლება და სანქციები მოიხსნება კუნდეს ტრანსფერი გაოფიციალურდება, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, როდის მოხდება ეს.

შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან ანტონიო რუდიგერი მადრიდის „რეალში“ ითამაშებს, ხოლო ანდრეას კრისტენსენმა „ბარსელონას“ მიაშურა. აქედან გამომდინარე, „არისტოკრატებს“ აუცილებლად დასჭირდებათ ახალი ცენტრალური მცველი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები