ლევან მჭედლიძე, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

''სხვაგვარად განვითარება შეუძლებელია'' - მჭედლიძე აკადემიის როლზე

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ კლუბის Youtube-ს გვერდთან, ''მატჩისწინა გადაცემაში'' სტუმრობისას ფეხბურთში აკადემიის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, განვითარება აკადემიის გარეშე შეუძლებელია.

''იმას ვერ შევედრებით, რაც მე ვნახე რეალურად, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ რაღაც დონეზე ავიდეთ. თუ ჩვენ ამაზე არ ვიმუშავებთ, შეუძლებელია რამენაირად ამ დონეს მივუახლოვდეთ. ამიტომ ვამბობ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დიდი ყურადღება მიექცეს აკადემიას, რაც ''ტორპედოს'' და ზოგადად ქართულ ფეხბურთს გამოადგება.

 

აკადემიის გარეშე შეუძლებელია. როგორც ხე იზრდება, რომელსაც ფესვი აქვს. შენობას აშენებენ, საძირკველი აქვს. ფეხბურთშიც ასეა, აკადემიის გარეშე ვერ წარმომიდგენია ფეხბურთმა როგორ უნდა იარსებოს, როგორ უნდა განვითარდეს. კლუბის ხელმძღვანელობა ამ თემაში მკვეთრად და მნიშვნელოვნად უნდა იყოს ჩართული. ყველაფერს დეტალურად უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ამაზე საუბარი არ მოგვიწიოს''.

32 წლის ლევან მჭედლიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა (4 სასტარტოში). მის აქტივში 1 საგოლე პასია.

ფოტო/ვიდეო: ქუთაისის ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ვალენსიამ ახალი კონტრაქტი სწრაფად უნდა გაუფორმოს'' - ორტიზი მამარდაზე
''ვალენსიამ ახალი კონტრაქტი სწრაფად უნდა გაუფორმოს'' - ორტიზი მამარდაზე