პატრის ევრა
Aa
Aa

ნარკოტიკები, მათხოვრობა და ცივი ბიგ მაკები - ევრას მძიმე ბავშვობა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ საკუთარ ბავშვობაზე ისაუბრა. ფრანგმა მცველმა გაიხსენა, რა რთული პერიოდის გავლა მოუწია და არ დამალა, რომ 13 წლის ასაკში ნარკობიზნესში იყო ჩართული.

„ნარკოტიკების გაყიდვა, მაღაზიების წინ მათხოვრობა და ტელევიზორების გამყიდველად მუშაობა. ამ სამიდან ერთი რეალობას არ შეესაბამება... დიახ, ტელევიზორებს ნამდვილად არ ვყიდდი. სხვა ყველაფერი კი სიმართლეა და ამას 13 წლის ასაკში ვაკეთებდი.

ხშირად იყო მომენტები, როცა სანაგვე კონტეინერში ვიქექებოდით, მას შემდეგ, რაც იქ ცივ ბიგმაკებს ყრიდნენ. მამაჩემის წასვლის შემდეგ, ჩვენს ოჯახში ყველაფერი ქაოსში გადაიზარდა და ჩემი სიცოცხლე ფეხბურთმა გადაარჩინა. 17 წლის ასაკში იტალიაში გადავედი (ევრამ პროფესიონალური კარიერა იტალიაში დაიწყო) და მახსოვს, როცა ჩავედით, საჭმელი მოგვიტანეს. ამის შემდეგ, ჩემს ოთახში გავედი, დედაჩემს დავურეკე და ვუთხარ: „დე, აქ ნამდვილი სამოთხეა. ხალხს საჭმელი მოაქვს და ერთ მხარეს ორი ჩანგალია, მეორე მხარეს - ორი დანა.“

სხვათა შორის, ევრამ არც ის დამალა, რომ 13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და განაცხადა, რომ მომხდარმა მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - გიგა ჭიკაძემ ვარჯიში განაახლა
კარგი ამბავი - გიგა ჭიკაძემ ვარჯიში განაახლა