დემბელე ტრავმირებულია - დაზიანების სიმძიმე უახლოეს დღეებში დაზუსტდება
„პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, უსმან დემბელემ მყესი დაიზიანა. ინფორმაციას ამის შესახებ RMC Sport-ისა და BFMTV-ის ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი წერს.
„უსმან დემბელემ მყესი დაიზიანა. უახლოეს დღეებში ექიმები მის მდგომარეობას დააკვირდებიან და ტრავმის სიმძიმეს დაადგენენ“- წერს ჟურნალისტი.
დემბელეს დაზიანებაზე ლუის ენრიკემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ხვალ ფრანგ ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდება, თუმცა ტრავმა სერიოზულად არ გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ დემბელე ტრავმის გამო 70-ე წუთზე შეცვალა. მის ნაცვლად მოედანზე ბრედლი ბარკოლა შევიდა.
3 მაისს პსჟ „სტრასბურგს“ ესტუმრება, 7 მაისს კი საკუთარ კედლებში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას გამართავს.