მადრიდის რეალი, მან. სიტი
Aa
Aa

თრილერი ეტიჰადზე - 7-გოლიანი დრამა მან. სიტიმ მოიგო

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ''მან. სიტიმ'' ''ეტიჰადზე'' მადრიდის ''რეალი'' 4:3 დაამარცხა.

ანგარიში კევინ დე ბრუინმა მაჰრეზის საგოლე პასით მე-2 წუთზე გახსნა. მე-11 წუთზე გაბრიელ ჟესუსმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 33-ე წუთზე ბენზემამ სხვაობა შეამცირა.

53-ე წუთზე ფილ ფოდენმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. 55-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა შეაგდო - 3:2. 74-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ გაუტანა ''რეალს'', 81-ე წუთზე კი ბენზემამ პენალტის ნიშნულიდან დუბლი შეასრულა.

საინტერესო ფაქტები

2018 წლის შემდეგ, როცა კრიშტიანუ რონალდუმ ''რეალი'' დატოვა, ბენზემა პირველი მოთამაშეა, რომელმაც ერთ სეზონში ''რეალის'' მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 40 გოლი შეაგდო. პორტუგალიელმა 2017-18 წლების სეზონში 44 გოლი გაიტანა. ''ეტიჰედზე'' გატანილი მეორე გოლის შემდეგ ფრანგის ანგარიშზე ამ სეზონში 41 გოლია.

დე ბრუინმა ანგარიში პირველი ტაიმის 93-ე წამზე გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე ''მან. სიტის'' ისტორიაში ბელგიელმა ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო.

21 წლის ასაკში ფილ ფოდენმა ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლი შეაგდო. ინგლისელს ფეხბურთელებს შორის 21 წლის ასაკში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უფრო მეტი გოლი არავის გაუტანია. ფოდენის მსგავსად 21 წლის უეინ რუნის აქტივშიც 9 გოლი იყო.

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 4 მაისს მადრიდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენიმე დღე დაისვენებს - კიტეიშვილს გამოკვლევა ჩაუტარდა
რამდენიმე დღე დაისვენებს - კიტეიშვილს გამოკვლევა ჩაუტარდა