რუსეთის პრემიერ ლიგა
Aa
Aa

რუსი ვიდეორეფერები თამაშგარის ხაზის გარეშე დარჩნენ

რუსეთის პრემიერ ლიგა VAR-ის გამოყენების დროს თამაშგარის ხაზების გარეშე დარჩა. ინფორმაციას Sport-Exspress-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომპანია Hawl-Eye-მ, რომელიც რუსეთში ვიდეო გამეორებას უზრუნველყოფდა, პრემიერ ლიგასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. სანაცვლოდ, რუსებმა კონტრაქტი ახალ პროვაიდერთან, Slovo.TV-სთან გააფორმეს, რომლის მომსახურებაშიც თამაშგარის ხაზის გავლება არ შედის.

Hawl-Eye-ში ამბობენ, რომ თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი უკრაინაში განვითარებული მოვლენებია.

რუსულ მედიაში საპასუხოდ აცხადებენ, რომ პრემიერ ლიგაში თამაშგარის ხაზების გავლება სავალდებულოდ არ ითვლებოდა, რადგან რამდენიმე შემთხვევაში ამინდისგან გამოწვეული რთული პირობების გამო თამაშგარის ხაზის გავლება შეუძლებელი იყო.

ცნობისთვის, Hawk-Eye Innovations ევროპაში VAR-ის მიმართულებით წამყვან პროვაიდერად ითვლება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს FIFA-სთან და UEFA-სთან. კომპანიის მომსახურებას სხვადასხვა წამყვან საფეხბურთო ტურნირზე იყენებენ, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპა ლიგაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომის მხარდაჭერის გამო დასაჯეს - რუსმა სპორტსმენმა 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
ომის მხარდაჭერის გამო დასაჯეს - რუსმა სპორტსმენმა 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო