ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

„უემბლიზე სკუადრა აძურას დავემშვიდობები“ - კიელინი სანაკრებო კარიერას ასრულებს

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს. „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ, 37 წლის მცველი DAZN-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ივნისში, არგენტინასთან ჩანიშნული შეხვედრა იტალიის ნაკრებში მისთვის ბოლო იქნება.

„იუვენტუსისადმი ჩემი სიყვარული არასდროს დასრულდება! თუმცა ორი აზრი არაა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ, ყველაფრის ხელახლა შეფასება მომიწევს. ჩემს ოჯახს დაველაპარაკები და გადამწყვეტ, ჩემთვის საუკეთესო რა არის. მანამდე მოდით, მეოთხე ადგილი დავიკავოთ და კოპა იტალია მოვიგოთ, შემდეგ კი ჩემს ორ ოჯახს - იუვენტუსსა და ჩემს საყვარელ ადამიანებს დაველაპარაკები.

ივნისში, უემბლიზე იტალიის ნაკრებს დავემშვიდობები - სტადიონზე, სადაც ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანეს წარმატებას მივაღწიე და ევროპის ჩემპიონი გავხდი. მინდა, აძურის ლამაზი მოგონებით დავემშვიდობო და ის შეხვედრა ჩემთვის ნაკრებში გამართული ბოლო მატჩი იქნება.“

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება 1-ელ ივნისს გაიმართება და მას უემბლი უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებული მარადონას თასს დაეუფლება, რომელიც წლეულს პირველად გათამაშდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესოა, რის ამოღებას შეძლებს კიმონოს მაჯებიდან“ - EJU-ს სტატია ლიპარტელიანზე
„საინტერესოა, რის ამოღებას შეძლებს კიმონოს მაჯებიდან“ - EJU-ს სტატია ლიპარტელიანზე