ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ბეტისი
Aa
Aa

Marca და Goal.com: „მამარდაშვილი ფინალში ძირითად შემადგენლობაში იქნება"

ავტორიტეტული გამოცემები, Marca და Goal.com კოპა დელ რეის ფინალურ მატჩს, რომელშიც ერთმანეთს „ვალენსია“ და „ბეტისი“ დაუპირისპირდებიან, სტატიას უძღვნიან. ავტორები კლუბების მიერ განვლილ გზაზე, მათ ურთიერთშეხვედრებსა და საკადრო პრობლემებზე საუბრობენ და სავარაუდო შემადგენლობებს ასახელებენ.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ბოლო ნაწილია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ფინალურ დაპირისპირებაში ძირითად შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილს ვიხილავთ და ამას ზემოთ ხსენებული გამოცემებიც ადასტურებენ. Marca-სა და Goal.com-ის სავარაუდო შემადგენლობებში ქართველ გოლკიპერს სასტარტოში ვხედავთ.

გეტყვით იმასაც, რომ იგივე პოზიცია აქვთ კიდევ ორ ესპანურ გამოცემას, Cuatro-სა და Plaza Deportiva-ს. მათ სტატიები გამოაქვეყნეს, რომლებშიც მამარდაშვილის მიერ გავლილ გზაზე აქცენტირებენ და აცხადებენ, რომ მეკარე, რომელსაც ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონში უნდა ეთამაშა, „ბეტისთან“ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ფინალური შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მგზავრმა მაიკს წყლის ბოთლი ესროლა
„მგზავრმა მაიკს წყლის ბოთლი ესროლა" - ტაისონის ინციდენტის დეტალები