სუპატაშვილის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე - ქართველმა მოციგურავემ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია
Aa
Aa

სუპატაშვილის წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე - ქართველმა მოციგურავემ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. დღეს, ყინულზე ბიჭი მოციგურავეები გავიდნენ და საქართველოს სახელით კონსტანტინე სუპატაშვილმა იასპარეზა. 14 წლის სპორტსმენისთვის ეს მაღალი რანგის პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო და მან ფინალის საგზური მოიპოვა. სუპატაშვილმა 21-ე პოზიცია დაიკავა და საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.

კონსტანტინე ყინულზე მე-9 ნომრით გავიდა და 59.38 ქულა დაიმსახურა. ტექნიკურ ელემენტებში მას 32.63 ქულა დაუწერეს, ხოლო მისი პრეზენტაცია 26.75 ქულით შეაფასეს. მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილს ილია მალინინი იკავებს - 88.99 ქულა, მეორეზე ვესლი ჩიუ გახლავთ - 81.59, ხოლო მესამე მიხაილ სელევკოა - 81.26.

შეგახსენებთ, რომ დღეს, მოკლე პროგრამით კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილიც იასპარეზებს. ისინი ოლიმპიურ თამაშებზე და ევროპისა და მსოფლიო  ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით ამ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად ითვლებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიში ყველაფერი დაადასტურეს: „ხვიჩას შესაძენად მაქსიმუმს გავაკეთებთ
ნაპოლიში ყველაფერი დაადასტურეს: „ხვიჩას შესაძენად მაქსიმუმს გავაკეთებთ"