ბასილაშვილი ATP რეიტინგში დაწინაურდა და TOP 20-ში დაბრუნდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ATP რეიტინგში დაწინაურდა და TOP 20-ში დაბრუნდა

რამდენიმე დღის წინ, 2022 წლის დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტიტულის დასაცავად რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და ორ სეტში - 3:6 4:6 დამარცხდა.

საქართველოს პირველ ჩოგანს ტიტულის დაცვა შეეძლო, თუმცა გადამწყვეტი მატჩი დათმო მაშინ, როდესაც 2021 წელს ამავე ტურნირზე ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც: ჯონ მილმანი, ჯაზირი, როჯერ ფედერერი, ტეილორ ფრიცი და ბაუტისტა აგუტი არიან.

ATP-ის რეიტინგში ცვლილებები დღეს შევიდა და ცნობილი გახდა, რომ ბასილაშვილმა 3 პოზიცია მაინც მოიგო. ამ ეტაპზე, 29 წლის ჩოგბურთელი საუკეთესო ოცეულშია და მე-19 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის პირადი რეკორდს მე-16 პოზიცია წარმოადგენს, რომელსაც 2019 წლის მაისში მიაღწია.

დოჰას ტურნირის შემდეგ,  ბასილაშვილი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას  არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე (DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS) ეცდება.  29 წლის ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებას კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმისთან შეხვედრით აღარ დაიწყებს, ვინაიდან, ფელიქსი ტრავმირებულია - კანადელს ზურგი აწუხებს, მას კი ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი შეცვლის.

გათამაშების საპრიზო ფონდს 2 949 665 აშშ დოლარი შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეკინი 2022 - როგორი შედეგით დავასრულეთ ზამთრის ოლიმპიადა
პეკინი 2022 - როგორი შედეგით დავასრულეთ ზამთრის ოლიმპიადა