დუბაიში გასამართ ტურნირზე ბასილაშვილს მეტოქე შეეცვალა
Aa
Aa

დუბაიში გასამართ ტურნირზე ბასილაშვილს მეტოქე შეეცვალა

დოჰას ტურნირის ფინალში მარცხის შემდეგ, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირზე (DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS) იასპარეზებს, რომლის საპრიზო ფონდი 2 949 665 აშშ დოლარია.

ცნობილი იყო, რომ ბასილაშვილისთვის ტურნირი საკმაოდ რთული შეხვედრით დაიწყებოდა და  პირველ წრეში მისი მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნებოდა, რომელიც ტურნირზე მესამე ნომრად გახლდათ განთესილი, თუმცა გაირკვა, რომ 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი გათამაშებას კანადელთან შეხვედრით აღარ დაიწყებს, ვინაიდან, ფელიქსი ტრავმირებულია - კანადელს ზურგი აწუხებს, მას კი ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი შეცვლის.

აღსანიშნავია, რომ ფელიქს ოჟე-ალიასიმი ბასილაშვილისთვის,  საკმაოდ უხერხულ მეტოქედ ითვლება,  ქართველს კარიერაში სამჯერ შეხვდა და სამივე შეხვედრა მოუგო, 2019 წელს მაიამისა და ლიონში, 2020 წელს კი - ცინცინატიში.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტურნირზე პირველ ნომრად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილის ბოლო ტურნირი დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის გათამაშება იყო, სადაც რამდენიმე დღის წინ, ფინალში,  ტიტულის დასაცავად, რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და ორ სეტში - 3:6 4:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეკინი 2022 - როგორი შედეგით დავასრულეთ ზამთრის ოლიმპიადა
პეკინი 2022 - როგორი შედეგით დავასრულეთ ზამთრის ოლიმპიადა