Aa
Aa

"აქ თამაში დიდი პატივია" - ბასილაშვილი ფინალში დამარცხების შემდეგ

2022 წლის დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტიტულის დასაცავად რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 3:6 4:6 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზმა დამსწრე პუბლიკასთან კომენტარი გააკეთა.

ბასილაშვილი:

„ამ ტურნირში მონაწილეობით ბედნიერი ვარ. აქ ჩამოსვლა ძალიან მიყვარს. მინდა რობერტოს მივულოცო, დიდებულად ითამაშა. ვულოცავ მის ოჯახს და მადლობა ჩემს გუნდს. მათ საოცრად იმუშავეს. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს და სპონსორებს. აქ არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. დიდი მადლობა აუდიტორიას. ცენტრალურ კორტზე თამაში დიდი პატივია. იმედი მაქვს, შემდეგ წელს კიდევ გეწვევით.“

ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებაში 29 წლის ქართველი ორივე სეტს იგებდა, თუმცა ბაუტისტა აგუტმა ორივე შემთხვევაში შეძლო მატჩში დაბრუნება და 2022 წლის დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ფინალში სწორედ ეს მოთამაშეები შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მაშინ გამარჯვება ბასილაშვილს დარჩა. ასევე გეტყვით, რომ 29 წლის ქართველმა ფინალამდე იმერი, ფუქსოვიჩი და რინდერკნეში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები