მორაგბე ელგუჯა სურგულაძე გულის შეტევით გარდაიცვალა
Aa
Aa

მორაგბე ელგუჯა სურგულაძე გულის შეტევით გარდაიცვალა

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ინფორმაციით, მორაგბე ელგუჯა სურგულაძე, 24 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

"სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით, სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა "ლელო სარასენსისა" და "მზარდი საქართველოს" მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე!

საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თანავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს...". - ვკითხულობთ რაგბის კავშირის "ფეისბუქის" გვერდზე.

 

crystalsport.ge-ს რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

ცხელი ამბები