როტერდამის 500-იანი ტურნირი - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

როტერდამის 500-იანი ტურნირი - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

როტერდამის ATP 500-იანი ტურნირი სტარტს 7 თებერვალს აიღებს და 13 თებერვლამდე გაგრძელდება. დღეს წილისყრა გაიმართა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა.

მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამში მე-8 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში მისი მეტოქე 56-ე ჩოგანი ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება.

26 წლის ამერიკელს კარიერაში საუკეთესო შედეგი ATP-ის რეიტინგში 54-ე პოზიცია აქვს დაფიქსირებული.

მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი გოფინია და დე მინურის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ტურნირზე პირველ ნომრად ბერძენი სტეფანოს ციციპასია განთესილი, რომელთანაც ნიკას გზა შესაძლოა მეოთხედფინალში გადაიკვეთოს.

როტერდამის 500-იანი ტურნირის საპრიზო ფონდი 1,117,900 მილიონი ევრო გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის 250-იანი სერიის მონპელიეს ტურნირზე მერვედფინალში 152-ე ჩოგანს  ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელს დამირ ძუმჰურს დაუპირისპირდა და 3 სეტში 1:6, 7:5, 2:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გიგა ერთ-ერთი საუკეთესოა
„გიგა ერთ-ერთი საუკეთესოა" - დენ ჰუკერმა ჭიკაძეზე ისაუბრა