„სწორ გზაზე ვდგავართ, დრო სჭირდება“ - ჰამბურგის თავკაცმა ჩაკვეზე ისაუბრა
Aa
Aa

„სწორ გზაზე ვდგავართ, დრო სჭირდება“ - ჰამბურგის თავკაცმა ჩაკვეზე ისაუბრა

6 თებერვალს, გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგი“ „დარმშტადტს“ დაუპირისპირდება, რომელიც ბუნდესლიგა ორის ლიდერი გახლავთ. რამდენიმე წუთის წინ, „როტოზენის“ თავკაცმა ტიმ ვალტერმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და „ჩავკეს“ შესახებაც ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში ჩაკვეტაძეს თითქმის არ უვარჯიშია და პირველ რიგში, სასურველ კონდიციებს უნდა მიაღწიოს. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ სწორ გზაზე ვდგავართ. გიოს ცოტათი მეტი დრო დასჭირდება და ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ნეგატიური გამოცდილება მიუღია.

ჩაკვეტაძისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესაუბრო, დარიგებები მისცე და სიყვარული უჩვენო, რაც ბოლო წლებში ნამდვილად არ ჰქონია. პატარ-პატარა დეტალების ახსნა, მას ცოდნის მიღებაში ეხმარება და აჩვენებს, რომ მწვრთნელი მხარს უჭერს იმას, რასაც ჩაკი აკეთებს. იგი ბურთთან ერთად ძალიან კარგია, თანადგომა სჭირდება და შეგიძლია, პატარ-პატარა დეტალები ასწავლო.“

ცნობისთვის, რამდენიმე გერმანული გამოცემა, რომელთა შორის Kicker და HSV24 არიან, წერენ, რომ „ჩაკვე“ სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს, მაგრამ დიდი ალბათობით, სათამაშო დრო მიეცემა და მოედანზე ცვლილებაზე შევა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საფეხბურთო აგენტი: ''ხვიჩასთვის აიაქსი საუკეთესო ვარიანტია''
საფეხბურთო აგენტი: ''ხვიჩასთვის აიაქსი საუკეთესო ვარიანტია''