''პატივია, ამ ეპოქას ერთად ვიზიარებთ'' - ფედერერმა ნადალზე ემოციურად ისაუბრა
Aa
Aa

''პატივია, ამ ეპოქას ერთად ვიზიარებთ'' - ფედერერმა ნადალზე ემოციურად ისაუბრა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ. სეზონის პირველი დიდი სლემის მფლობელი და კარიერაში რეკორდული 21-ე დიდი სლემის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გახდა!

რაფამ 5:25 საათიან თრილერში ხუთ სეტში - 2:6, 6:7 (5-7), 6:4, 6:4, 7:5 მოიგო და ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეორედ (2009 წლის შემდეგ) მოიგო.

როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალის შესახებ Instagram-ში დაწერა:

''რა მატჩი! გულწრფელად ვულოცავ ჩემს მეგობარსა და დიდებულ მეტოქეს, რომ გახდი პირველი ჩოგბურთელი, ვინც დიდი სლემი ოცდამეერთედ მოიგო. რამდენიმე თვის წინ ვხუმრობდით, რომ უკვე ყავარჯნებით დავდიოდით. საოცარია, დიდებული ჩემპიონის არდაფასება არასდროს შეიძლება. შენი საოცარი შრომისმოყვარეობა, ცოდნა და მებრძოლი სული შთამაგონებს მე და უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში. ამაყი ვარ, რომ ამ ეპოქაში ერთად ვართ, ამ ეპოქას ერთად ვიზიარებთ. პატივია, რომ უფრო დიდი წარმატებისკენ გიბიძგე, როგორც შენ გასული 18 თვის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი წარმატება გელის, მაგრამ ახლა ამით მიიღეთ სიამოვნება''.

ამრიგად, დიდი სამეულიდან პირველად 21-ე დიდი სლემის მოგება 35 წლის რაფაელ ნადალმა შეძლო. ფედერერსა და ჯოკოვიჩს კი ჯერჯერობით 20-20 რჩებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები